მედიაკონკურსის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

27 ნოე, 2013

26 ნოემბერს ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ” მედიაკონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა” ხუთი გამარჯვებულებული ჟურნალისტი გამოავლინა.

საუკეთესო სტატიების ნომინაციაში გაიმარჯვეს:

ანუკა გოგოსაშვილმა- ჟურნალი “ტაბულა”

ირმა კახურაშვილმა – გაზეთი „Georgia Today”, 

მანანა ქველიაშვილმა – გაზეთი „ბათუმელები”

და ნანა ლომიძემ – გაზეთი „Weekend” 

საუკეთესო მულტიმედია ნამუშევრის კატეგორიაში გამარჯვებილი გურამ მაცხონაშვილი გახდა, მან ვიდეო გაიცანით ქართველი ტრანსგენდერი – ის არსებობს, ის ნამდვილია ვებ-გვერდ “იდენტობისთვის” მოამზადა.

გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

როგორც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ფონდის მიზანია ასეთი კონკურსებით წაახალისონ ჟურნალისტები წერონ თემებზე, რომლებიც ჯანდაცვაში ადამიანის უფლებებს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებათ.

კონკურსის  “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა” მიზანი იყო საზოგადოების და მედიის ყურადღების მიპყრობა ისეთი თემებისადმი, როგორებიცაა პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. ასევე ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორია მათთვის მკურნალობის და სერვისების ხელმისაწვდომობა.

მედიაკონკურსი 2013 წლის ივლისში გამოცხადდა და მასში ტელე, ბეჭდური და ონლაინ მედიის 15-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.