ჟურნალისტური გამოძიება ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამაზე

20 იან, 2012

პარასკევს, 20 იანვარს, 2 საათზე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება „სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებული  ჟურნალისტური  გამოძიების  ჩვენება. ჟურნალისტური გამოძიება ეხება  ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამას, რომლის მიხედვითაც ბავშვთა სახლები უქმდება და   ბავშვების 30-35 პროცენტი  ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდეს.

ფილმში ასევე საუბარია ქუჩის ბავშვებზე, რომლის მიმართაც სახელმწიფოს არ აქვს  შემუშავებული პოლიტიკა. ასევე არავინ იცის, სად მიდიან ბავშვთა სახლებში მცხოვრებნი, მას შემდეგ რაც მათ სრულწლოვანების ასაკი შეუსრულდებათ.