როგორ მუშაობს Must Carry-ს პრინციპი - მონიტორინგის შედეგები

17 სექ, 2012

18 სექტემბერს, “Must Carry”-ს მონიტორინგის ჯგუფი მართავს პრესკონფერენციას, რომელიც შეეხება საქართველოში მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის აღსრულებას.

პრესკონფერენციის დროს მიმოხილული იქნება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და “Must Carry”-ს გავრცელების გეოგრაფიული რუკა.

დრო: სამშაბათი, 18 სექტემბერი, 14:00სთ

ადგილმდებარეობა: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, რუსთაველის 13, თბილისი.

პრესკონფერენცია წარიმართება ქართულ ენაზე, თუმცა დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან ინგლისურ ენაზეც.

მონიტორინგის პროექტი ხორციელდება “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.