”საერთაშორისო ამნისტიის” ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვისაკენ მოგვიწოდებს

3 აგვ, 2010

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო ამნისტია” (Amnisty International) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას გასული ოცი წლის განმავლობაში კონფლიქტების შედეგად 250 000-ამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.

ორგანიზაცია ა.წ 5 აგვისტოს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგენს საკუთარ ანგარიშს “მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში”, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უმნიშვნელოვანეს და გადაუდებელ საკითხებს – დასახლებას, დასაქმებასა და ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობას. ანგარიში გამოიცა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.

პრესკონფერენციის დაწყებამდე, “საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წევრებს და საკუთარ რეკომენდაციებს წარუგენენ.

პრესკონფერენცია ა.წ. 5 აგვისტოს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართება. მისამართი: ჭოველიძის ქუჩა 10, 0108, თბილისი, საქართველო.

ანგარიშს წარადგენენ ”საერთაშორისო ამნისტიის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი ნიკოლა დაკვორთი და ”საერთაშორისო ამნისტიის” ექსპერტი საქართველოში ნატალია ნოზაძე.

დამატებითი ინფორმაციის და ანგარიშის წინასწარი ვერსიის მისაღებად, ან ინტერვიუების შესათანხმებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ლიდია აროიო, პრეს-ოფიცერი (ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს), ელექტრონული მისამართი: ; ტელეფონი: +995 57 48 90 53.