საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ფონდის საჩივარზე

31 მაი, 2012

14 თებერვალს, ფონდი  „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში  ჩატარდა საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის „ელექტორატის პროფილი” პრეზენტაცია.

კვლევის შედეგები საზოგადოებას წარუდგინეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და ავტორმა ნანა სუმბაძემ.  პრეზენტაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა, მათ შორის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამბის 20:00 საათიან გამოშვებაში.

ფონდის აზრით, პირველი არხის ეთერში გასული სიუჟეტი არ შეესაბამებოდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით” გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტებს და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს. 

17 თებერვალს ფონდმა საჩივრით მიმართა მაუწყებლის საჩივრების განხილვის კომისიას და სამეურვეო საბჭოს, სადაც დარღვევების გამოსწორება მოითხოვა.

საჩივრის განხილვის შემდეგ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ  „2012 წლის 14 თებერვალს პროგრამა “მოამბის” 20:00 საათიან გამოშვებაში ჟურნალისტის მხრიდან დარღვეული იქნა მიუკერძოებლობის პრინციპი, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიცია.”

ნახეთ საბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე:

სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.