საქართველოს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაცია

20 მაი, 2013

21 მაისს, სამშაბათს, 11:00 -14:00 საათზე, თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მაუწყებლები და ქსელის ოპერატორები, ასევე, დარგის ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციები.

წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომლებიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით  2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

 „საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი” მომზადდა ფონდღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე:  ან ტელეფონის ნომერზე: 577 773733  /  2996364