საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები

10 დეკ, 2012

სამშაბათს, 11 დეკემბერს 15.00 საათზე სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები.” 

ანგარიში მომზადდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივითა და მხარდაჭერით და მასში გაანალზიებულია, თუ როგორ ასახავს საქართველოს ახლადარჩეული მთავრობა ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს ქვეყნის უმთავრეს ფინანსურ დოკუმენტში და ამასთანავე წარმოდგენილია მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

ანგარიშის მთავარი დასკვნები და რეკომენდაციები ეხება:

1. საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილ ცვლილებებს დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობის შემოღების შესახებ;
2. სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს;
3. საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს;
4. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
5. უმაღლეს განათლებაში სახელმწიფოს დაფინანსების წილის გაზრდასთან დაკავშირებულ თემებსა და სხვა.