საქველმოქმედო ღონისძიება- “ჩვენ არ ვართ მარტო“

16 ივნ, 2010

18 ივნისს, პარასკევს, 19:00 სთ-ზე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართება საქველმოქმედო  ღონისძიება “ჩვენ არ ვართ მარტო”. გამოფენა ორგანიზებას უწევს ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის “თანადგომა” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სუვენირები, ასევე ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატები, რომელთაც  საგანგებოდ ამ გამოფენისთვის ქველმოქმედების  მიზნით საკუთარი ნახატები გაიღეს.

ეწვიეთ გამოფენას და თქვენი წვლილი შეიტანეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დახმარების საქმეში.