საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მომზადებული ანგარიშების/პროექტების პრეზენტაცია

26 ოქტ, 2007

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში  განხორციელებული პროექტების და მომზადებული ანგარიშების პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”

26 ოქტომბერი, 2007 წელი  პრეზენტაციის დღის წესრიგი: 

 16:00  – პრეზენტაციის გახსნა;

 16:05 – პროექტი:  “საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა” (An Assessment of Georgia’s National Integrity System: The GNISA Project);

პროექტის: “საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა” ფარგლებში საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (“TIRI” – ინგლისი), გრიფიტის უნივერსიტეტის “ეთიკის, მართვისა და სამართლის ინსტიტუტის” (ავსტრალია), “მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის” მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”,  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.  

 16:15 – პროექტი: “საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების  წლიური ანგარიში  – 2006”;

 ფონდის კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შიდა პროექტის ფარგლებში მომზადებული  ” “ადგილობრივი დემორატიის განვითარების წლიური ანგარიშის” პრეზენტაცია.  

 16:25 – პროექტი: “ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებს”;

  ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის პარტნიორული პროექტი.  პროექტის ფარგლებში მომზადებული ელექტრონული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.