საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის მიხედვით

22 მაი, 2014

23 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით და ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. ანგარიში მოიცავს პერიოდს  2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე.

‘ჩვენ გვინდოდა გამოგვევლინა, თუ  რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე  არსებული დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რიგ დაწესებულებებში ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით ეს შემიძლია ვთქვა თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე, სადაც ინფორმაციის გაცემა 2012 წლამდე ფაქტიურად 0 იყო, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ კი 80 %-ით გაიზარდა. ამ საკითხს 2013 წელს ჩვენ კონფერენციც მივუძღვენით. მას შემდეგ, ამავე სამინისტროს მაჩვენებელი კიდევ 3 %-ითაა გაზრდილი”-ამბობს გიორგი კლდიაშვილი, IDFI წარმომადგენელი.

საანგარიშო პერიოდში ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას  მიმართა 493 მოთხოვნით; აღმოჩნდა, რომ რიგი სამინისტროების შემთხვევაში დაფარულია იმგვარი მონაცემები, რომლის დეტალური გასაჯაროებაც მათ მიერ უზრუნველყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე. ამის საპირისპიროდ, უკეთესი შედეგი აჩვენეს უფრო დახურულმა უწყებებმა.

საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ასე გამოიყურება:

 

 

 

 

უფრო დეტალურად კვლევის შედეგებს IDFI ვებგვერდზე გაეცნობით.

კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის www.opendata.ge -2013-2015  ფარგლებში  განხორციელდა. 

ნახეთ ფოტოგალერეა.