უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი მხატვრობა

23 სექ, 2014

 

23 სექტემბერს ფონდ ‘ღია საზოგადოება საქართველოს’ ღია გალერეაში უკრაინელი მხატვრის სერგეი პონუჩენუკის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. სერგეის ნამუშევრები უნიკალური, ინოვაციური მეთოდით არის შექმნილი- მისი ფერწერის აღქმა ხდება სმენითი და ტაქტილური მეთოდის გამოყენებით.

გამოფენა გახსნეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში მოღვაწე უსინათლო მუსიკოსებმა

ღია გალერეაში გამოფენა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

27 სექტემბერს  ექსპოზიცია ქუთაისში გადაინაცვლებს, 29 სექტემბერს კი გამოფენას ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს. 

 

ნახეთ ფოტოგალერეა.