”ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო” უერთდება პეტიციას ”არა-ძალადობას”

6 მაი, 2009

ორივე მხარემ:

– აღიაროს ძალადობა, როგორც პოლიტიკური ბრძოლისათვის მიუღებელი იარაღი. ასევე დაგმოს და შეწყვიტოს იმ საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს, ნერგავს, აღვივებს ძალადობას ანდა მოუწოდებს მისკენ;

– პასუხისმგებლობა აიღოს პოლიციის თანამშრომლებისა თუ ოპოზიციის მომხრეების მიერ ჩადენილ ძალადობაზე და აღკვეთოს მისი განმეორება; დემონსტრანტებმა გამოიყენონ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდები და პოლიციამ ხელი აიღოს ძალის უკანონო გამოყენებაზე;

– დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონს;

ამასთანავე, მივმართავთ ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს პატრიარქს მისი ავტორიტეტის გამო, იშუამდგომლონ ორივე მხარესთან, რათა ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით მოხდეს მშვიდობიან პოლიტიკურ ცვლილებებზე დროული შეთანხმება.