ქეთი ხუციშვილის დღიური- რადიო ”თავისუფლება”, რუბრიკა: თავისუფლების დღიურები

22 ნოე, 2011

რადიო ”თავისუფლება”, ”თავისუფლების დღიურები”

ქეთი ხუციშვილი – “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
20.11.2011

13 ნოემბერი, კვირა
გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე, დღეს არსად წავიდე. ნელა, აუჩქარებლად დავალაგე სახლი და ასევე აუჩქარებლად დავიწყე ფიქრი, რა წამეკითხა ჩემს „კინდლში”. ეს ელექტრონული წიგნი ერთი წლის წინ ვიყიდე ამერიკაში და მახსოვს, როგორი განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ ჩემს ახლობლებს. ჩემი და აღფრთოვანდა, რა გადასარევია, ყველა ახლად გამოცემული წიგნი შეგიძლია ერთ წუთში ჩამოტვირთო და, სადაც წახვალ, თან გექნებაო. ჩემმა 11 წლის დისშვილმა კი, რომელიც კომპიუტერულ ხანაში გაიზარდა და ელექტრონული სიახლეები არ უკვირს, გამოგვიცხადა: რას გეტყვით, იცით, წიგნი მე ქაღალდზე მირჩევნია და ისიც მსიამოვნებს, წიგნს რომ ვფურცლავო.

ტონი ჯადტის წიგნი ევროპის ომისშემდგომ ისტორიაზე ძალიან საინტერესო გამოდგა და ბევრი რამ ახლებურად დამანახა. მაგალითად, ის, რომ ომის დამთავრების შემდეგ, დამნაშავე ქვეყნად მხოლოდ გერმანია ჩაითვალა და სხვა ქვეყნები – ვთქვათ, ავსტრია ან უნგრეთი – უფრო მსხვერპლად იქნენ აღიარებული; ის, რომ ევროპამ არჩია, ბევრი რამ დაევიწყებინა და რომ ამის გარეშე, ალბათ, წინ ვეღარ წავიდოდა. ისიც საინტერესოა, როგორ დაგეგმა ამერიკამ ევროპის დახმარების მარშალის გეგმა, როგორ გულუბრყვილოდ ეგონა თავიდან, რომ საბჭოთა კავშირიც მოინდომებდა მასში ჩართვას და ამ დახმარების მეშვეობით ნელ-ნელა რეფორმირების გზას დაადგებოდა. სხვათა შორის, ახლა ვხვდები, რომ დახმარების ყველა იმ საერთაშორისო პროგრამიდან, რომლებიც XX და XXI საუკუნეებში შემუშავდა, 1947 წელს დაწერილი მარშალის გეგმა ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. მან რამდენიმე წელში ფეხზე დააყენა გაღარიბებული და დანგრეული დასავლეთ ევროპის ქვეყნები და მათ ხელი შეუწყო ძლიერ და არააგრესიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში.

გაგრძელება იხილეთ რადიო ”თავისუფლების” გვერდზე.