ღია გალერეა გიწვევთ დიმიტრი ერისთავის, ლადო შონიას და ლევან აბრამიშვილის გამოფენაზე

13 თებ, 2012

ადგილი: ღია გალერეა, ჭოველიძის ქ. 10
თარიღი და დრო: 15 თებერვალი, ოთხშაბათი, 18:00საათი

გამოფენა სახელად ”მეთოდოლოგია, ფრაგმენტები და აბსურდები არქიტექტურაში”  წარმოადგენს არქიტექტურული ხერხებით  დისტოპიური იდეების გამოსახულებას.

გამოფენაზე წარმოდგელი იქნება 5 პროექტი ( 1.სისტემები  2. უსასრულო სახლი 3.გეგმარებითი დეფორმაცია 4.ჰოლოგრამული ქალაქი 5.სწრაფვა ჰორიზონტისაკენ.),რომლებიც გამოხატავენ ზემოთ აღნიშნულ სამ ცნებას.

ცნება მეთოდოლოგიას წარმოადგენენ პროექტები: ”სისტემები” და ”გეგმარებითი დეფორმაცია”, რომლებშიც წარმოდგენილია ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომა არქიტექტურული პროექტირებისადმი.

მესამე ცნება მოიცავს პროექტებს: ”უსასრულო ქალაქი”, და ”სწრაფვა ჰორიზონტისაკენ”, რომლებშიც გამოსახულია ურთიერთსაწინააღმდეგო საცხოვრებელი სახლების სივრცის აბსურდული ვითარებები.

თავად გამოფენა რეაგირებს მსოფლიოსა და კერძოდ, საქართველოში არქიტექტურულ სივრცეში არსებულ სიტუაციებზე და პრობლემატიკაზე.

 

გამოფენის ავტორები:დიმიტრი ერისთავი

                                                                                            ლადო შონია

                                                                                            ლევან აბრამიშვილი

 

განსაკუთრებული მადლობა:  თორნიკე აბულაძე

                                                                                              ლიკუნა კეიდია

                                                                                              ტატო ოიკაშვილი