შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

19 მარ, 2014

2014 წლის 20 მარტს, ხუთშაბათს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ.ახალციხე, რუსთაველის 106) ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” და უმაღლესი განათლების რეფორმის პლატფორმის წარმომადგენლები გამართავენ შეხევდრას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან განათლების რეფორმის შესახებ.

2013 წელს ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) განახორციელა პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება”. პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).

პროექტის მიზანი ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იყო.