წინასაარჩევენო მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება

27 სექ, 2012

 

28 სექტემბერს, პარასკევს, 12:00 საათზე, მედიაცენტრში (ქობულეთის ქუჩა 34/36, მე-4  სართული) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და „მემო 98″ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებენ.   

შედეგები მოიცავს პერიოდს 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

3 თვის მანძილზე დაკვირვება ხორციელდებოდა 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროზე.

###

მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა 14 სექტემბერს.

21 სექტემბერს გამოქვეყნდა ქართული მედიასაშუალებების მიერ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გაშუქების მონიტორინგის შედეგები.

მედიამონიტორინგის პროცესში  ყურადღება  გაშუქებული მასალის  შინაარსზე და არა რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. კერძოდ,  ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე და იმ პროფესიულ  სტანდარტებზე, რაც მედიაგაშუქებისას ყველა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას.

 

მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ ტელევიზიებზე:

11 ტელეკომპანიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ, 25-ე არხი, აჭარის ტელევიზია, ტვ რიონი, მეგა ტვ),  მათ შორის ოთხი  რეგიონული მაუწყებლის საუკეთესო საეთერო დროს (19:00 საათიდან 24:00).

 

მონიტორინგის პროცესში დამკვირვებლებმა ჟურნალისტური სტანდარტის შეფასებისას ხუთი კრიტერიუმი გამოიყენეს: მაღალპროფესიული სტანდარტი, კარგი ხარისხი, ტექნიკურად მისაღები ხარისხი, სუსტი ხარისხი (ნაკლოვანებებით), ძალიან ცუდი.

###

საკონტაქტო პირები:

თამარ ჩიქოვანი 599 570 877

თამარ კორძაია 574  722 777