28 ივლისს ჰეპატიტების საერთაშორისო დღე აღინიშნა

31 ივლ, 2012

სტუმრად ჩვენს ეთერში: კოტე რუხაძე, რადიოთავისუფლება.ჯი,28 ივლისი

30 ივლისი, რადიოთავისუფკლება.ჯი

პეტიცია: ჰეპატიტი C, 27 ივლისი
Nestan Tsetskhladze
ნეტგაზეთი

ხვალ, 28 ივლისს, ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა.  სამოქალაქო კამპანია “იცოდე, შეცვალე, დაიცავი”, რომელიც ორიოდ კვირის წინ დაიწყო, გამიზნულია C ჰეპატიტზე საზოგადოების ინფორმირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.

კამპანიის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შექმნეს გვერდი, რომლის  “დალაიკებით” თქვენ ავტომატურად უერთედებით პეტიციას, რომლის ადრესატები არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენი.ნახეთ სრულად

28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა !, ireporter.ge, 28 ივლისი

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” და „კოალიცია – ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”, „ფონდი ღია საქოგადოება საქართველოს” და „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის” მხარდაჭერით 28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
კამპანიის მიზანია C ჰეპატიტის საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა
დღის განმავლობაში დაგეგმილია მრგვალი მაგიდა, ქუჩის აქცია და სხვა ღონისძიებები.ნახეთ სრულად

პალიტრატვ.ჯი,28 ივლისი

28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. ეს დღე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციით აღინიშნა. აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრსა და სახალხო დამცველს მიმართავენ მოთხოვნით, რომ C ჰეპატიტით დაავადებულებმა დროული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობა მიიღონ.ნახეთ სრულად

კავკასია დღეს 20:30, 28 ივლისი

ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ინიციატივით დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მრგვალი მაგიდა გაიმართა . 3 პუნქტიანი მოთხოვნა დღეს პრეზიდენტს, პრემიერს და ომბუდსმენს გადაეგზავნა. ღონისძიებამ მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა , სადაც დაავადების პრევენციის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაჟღერდა. “სახელმწიფოს შეუძლია შეამციროს მკურნალობის ფასი” .

მაესტრო ახალი ამბები 18:00,28 ივლისი

28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ინიციატივით თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში კამპანია “მეც მიმკურნალე” დაიწყო. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში პაციენტთა ჯგუფებმა, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა და სახელწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დაავადების პორევენციის მექანიზმებზე იმსჯელეს.

ტელეკომპანია აჭარა – დრო 20:30,28 ივლისი

მეც მიმკურნალე”- ამ სლოგანით მსოფლიო C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით არასათავრობო ორგანიზაცია “თანადგომამ” და “სტეპ ფორვარდის” წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდა გამართეს. შეხვედრაზე მკურნალობის ბარიერები, მკურნალობის გეგმისა და მომლოდინეთა სიის პრეზენტაცია განიხილეს. ღონისძიებას პაციენტთა ჯგუფები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს.