'5 გატეხილი კამერა' -დოკუმენტურ ორშაბათს

19 სექ, 2013

23 სექტემბერს, ორშაბათს 19:00 საათზე ფონდის სააქტო დარბაზში (ჭოველიძის ქ. 10) ნაჩვენები იქნება  ემად ბურნატის და გი დავიდის ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმი ,,5 გატეხილი კამერა”.

პროექტს ,,დოკუმენტური ფილმები ორშაბათობით”  აფინანსებს ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’.

სინოფსისი:

როდესაც მეოთხე ბიჭი, გაბრიელი შეეძინა, ემადმა პირველი კამერა იყიდა. შემდეგ პალესტინაში მისი სოფელი ბარიერებით ორად გაიყო, რამაც სოფელში მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია. მისი შენაძენიც დაპირისპირებების დროს დაზიანდა. ემადი გატეხილ კამერებს ახალი კამერებით ცვლიდა. 5 წელზე მეტ ხანს იგი იღებდა თავის ორ მეგობრს, რომლებიც სათავეში ედგნენ ამ დაპირისპირებას  და პარალელურად გაბრიელს. 

გთხოვთ დაადასტუროთ დასწრება ფეისბუქის გვერდზე.