С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

28 ივლ, 2015
იხილეთ სრული ვერსია

პირველი ეტაპის ღონისძიებები. საინფორმაციო ბროშურა პაციენტებისთვის.
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად. წლევანდელი კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელებას და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთოს ელიმინაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავების პროცესში.  პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას აწყობენ. 2015 წელს კამპანიას 5 წელი შეუსრულდა. კამპანიის წლევანდელი სახელწოდება „ცოტაC” ეხმიანება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მრავალ ქმედით ნაბიჯს და ის ასევე გამოხატავს ელიმინაციის მიზანს.