სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც ქალს დედობის უფლება მიენიჭა

3 თებ, 2016

 

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ახორციელებს პროექტს “პაციენტის უფლებების დაცვა და სტრატეგიული სამართალწარმოება”.

2015 წელს პროექტის ფარგლებში  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განახორციელა სამართალწარმოება საქმეზე, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხებოდა კანონიერ ქორწინებაში მყოფი ორი პირის დავას ქალის (ლ.გ) კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონზე და პოტენციური დედის უფლებას ემბრიონის განკარგვის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალს ემბრიონის განკარგვის უფლება მიენიჭა ქმრის თანხმობის გარეშე.

დეტალებისთვის ნახეთ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და  სასამართლოს გადაწყვეტილების ორიგინალი ვერსია.