ახალი დოკუმენტური ფილმი შავი კვადრატი ყოფილ ნარკოდამოკიდებულ ქალებზე

3 ნოე, 2014

რეჟისორი ნიკა ბეჟანიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი ‘შავი კვადრატი’ ყოფილი ნარკოდამოკიდებული ქალის ისტორიაა. ფილმში გაშლიშლია რამდენიმე თემა: ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ნარკოდამოკიდებულ ქალთა ცხოვრებისეული რეალიები და პრობლემები, სოციალური სისტემის ფუნქციონირება: სოციალური მუშაკები და სოციალური საწარმოები და ა.შ

ანა ოთარაშვილი ფილმის მთავარი გმირია, რომელმაც პატიმრობაში 16 წელი გაატარა. მან მეგობრებთან და მისივე პრობლემები მქონე ქალებთან ერთად დაარსა ნარკომომხნარებელ ქალთა თვითორგანიზაცია ‘აკესო’.
საქართველოში ნარკოდამოკიდებული ქალები მდგომარეობა განსაკუთებით მძიმეა. ხშირია საზოგადოების და, ზოგჯერ, საკუთარი ოჯახების მიერ მათი გარიყვა. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი.

ფილმის პრემიერა კინოთეატრ ‘ამირანში’ 1 ნოემბერს შედგა. ფართო საზოგადოებას ფილმის ნახვას უახლოეს მომავალში შეძლებს.

###

ზოგადი სტატისტიკა:

 

  • საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 40 000 ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლიდან 10% ქალია;
  • ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების 1-2%-ს მიუწვდება ხელი ნემსების და შპრიცების გაცვლის პროგრამაზე;
  • ნარკოტიკების მომხმარებელი 4000 ქალიდან 30-ს მიუწვდება ხელი ოპიოიდების ჩანაცვლებით თერაპიაზე;
  • არ არსებობს გენდერულად სენსიტიური ჯანდაცვის სერვისები ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისთვის. მათ შორის, არ არსებობს პოლიტიკა და რეპორდქციული და სპეციალური პროგრამები ორსული ქალებისთვის;
  • ქალებისთვის არ არსებობს ზიანის შემცირების სერვისები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში;
  • საქართველოში ქალთა 35% განიცდის ოჯახში ძალადობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე;
  • ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა 80% განიცდის ძალადობას – მათ შორის ოჯახში ძალადობას და ძალადობას პოლიციისგან;
  • არც სახელმწიფო, არც არასამთვრობო ორგანიზაციათა თავშესაფრები არ იღებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ.