არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხზე კონსულტაციებისკენ მოუწოდებენ

4 აპრ, 2017

2017 წლის 4 აპრილს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხზე საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს.

„ვინაიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს და საკუთარ არგუმენტებსაც გვთავაზობს, პარალელურად კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საოზგადოებასთან კონსულტაციების გარეშე არ მიიღებს, მოვუწოდებთ მას, გავმართოთ შეხვედრა და დისკუსია აღნიშნულ საკითხზე,”  აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო ე.წ. გაყოფილ მუნიციპალიტეტებთან დახურული კონსულტაციები.

მედია ამ თემაზე