ბავშვთა ჰოსპისის ვებგვერდი გაიხსნა

1 თებ, 2016

29 იანვრიდან,  ბავშთა ჰოსპისის ვებ გვერდი ამუშავდა, რომელიც ყველა მსურველს მისცემს შესაძლებლობას გაიღოს დონაცია ნებისმიერი თანხის ფარგლებში და ხელი შეუწყოს პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას

გარდა დონაციის ფუნქციისა, ვებგვერდი დატვირთულია საინფორმაციო მასალით პალიატიური მზრუნველობის შესახებ საქართველოში.

გაიღეთ დონაცია და დაეხმარეთ ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენელობას საქართველოში.

ეს ვებგვერდის მისამართია.

ბავშვთა ჰოსპისის მშენელობას საფუძველი ჩაეყარა 2015 წლის ოქტომბერში, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღეს. ბავშვთა ჰოსპისის განვითარების ინიციატორი ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოა’. პროექტს მხარს უჭერენ სამედიცინო კორპორაცია ‘ევექსი’, საქართველოს პრეზიდენტი, სხვა ბიზნეს კომპანიები და ნდივიდუალური დონორები.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია რომ ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის”  ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და  თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.