ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ სისტემაში

15 მარ, 2016

 

16 მარტს, ოთხშაბათს, 11:30 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ატარებს შემაჯამაბელ კონფერენციას, რომელიც შეეხება პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კონფერენციაში მონაწილოებას მიიღებენ: სახალხო დამცველის აპარატის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს”, გაეროს ბავშვთა ფონდის,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე, ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები.

წარმოდგენილი პრეზენტაციისას აქცენტი გაკეთდება იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომლებიც შეეხებოდა ბავშვთა პერსონალური მონაცემების რეგისტრაციის, შენახვის, გაცვლის, გაცნობისა  და განადგურების სპეციალური წესს და განხილული იქნება ის შედეგები, რაც მოყვა აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ადვოკატირების პროცესს. ასევე მსჯელობა შეეხება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ამ ეტაპზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

ადვოკატირების შედეგად არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების კოდექსში გაკეთდა ჩანაწერი, რომელიც შეეხება პირადი საქმის შენახვისა და განადგურების წესს (პირადი საქმის შენახვა არაუმეტეს 10 წლისა); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება N180 (არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წამოების წესი). აღნიშნული ბრძანების თანახმად, დამატებით დარეგულირდა პენიტენციურ სისტემაში ბავშვის პირადი საქმის შენახვის, განადგურების (3, 5, 7 და 10 წელიწადში კატეგორიების მიხედვით) წესი, ასევე, განისაზღვრა ამ მონაცემების გაცნობაზე უფლებამოსილ პირთა წრე და გაცნობის პროცედურა.

თუმცა ამ ეტაპზე გამოწვევად რჩება აღნიშნული ნორმების იმპლემენტაციის პროცესი. კერძოდ: 

· როგორ მოხდება არასრულწლოვანთა არსებული და  დაარქივებული საქმეების კლასიფიკაცია და განადგურება;

· ავტომატური (ელექტრონული) დამუშავებისის, ტექნიკურ დონეზე, როგორ დარეგულირდება მონაცემების დამუავების, გაცნობის, შენახვის და განადგურების წესი;

· ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მონაცემების დამუშავების საკითხის რეგულირება;

· ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, რა სახის შიდა კონტროლის სისტემა იარსებებს და რამდენად სანდო იქნება იგი.

 

###

საკონტაქტო პირი: ტატო ქელბაქიანი,  „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”, მობ: 577284656, ელ.ფოსტა: