ძუძუს კიბო, მასტექტომია, პაციენტები და მათი უფლებები

31 მარ, 2017

29 მარტს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართვლოს” და ჟურნალ „ინდიგოს”  ინიციატივით, ფრონტლაინ კლუბში დისკუსია გაიმართა თემაზე: ძუძუს კიბო, მასტექტომია და პაციენტის უფლებები.

დისკუსიას უძღვებოდნენ ჟურნალისტები ნინო ჯაფიაშვილი და ცირა გვასალია. მომხსენებლები: კოტე მათითაშვილი – პლასტიკური ქირურგი; გოგიტა ძაგნიძე – ქირურგი, ნინო კიკნაძე – იურისტი და მაკა მაღლაკელიძე – ონკოლოგი, კიბოს გაიდლაინების თანაავტორი.

 

 

 

დისკუსიაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • რა იციან პაცინეტებმა ძუძუს მოკვეთის შედეგებზე?
  • ვინ არის პასუხსიმგებელი პაციენტის ინფორმირებაზე?
  • რა რეგულაციები და კანონმდებლობა მოქმედებს ამ სფეროში?
  •  სრულდება თუ არა სტანდარტები?
  • როგორია ეთიკა პაციენტსა და ექიმს შორის.

დისკუსიას დაესწრნენ ქალბატონები, რომლებმაც დაამარცხეს ძუძუს კიბო და ასევე პაციენტები, რომლებიც ახლა ებრძვიან ამ დაავადებას.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს„ და ჟურნალ „ინდიგოს” ერთობლივი პროექტის ფრგლებში მომზადებული სტატია „კიბოს მოთვინიერება”.