ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” აცხადებს კონკურსს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ვრცლად...

8 მაი, 2008

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” დაფუძნდა 1994  წელს  ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ. ფონდის მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების ღირებულებათა დამკვიდრება. იგი მოქმედებს მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებით და ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას. 

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ახორციელებს ისეთ პროექტებს და მხარს უჭერს ორგანიზაციებისა და კერძო პირების იმ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებისკენ, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებისკენ,  სამოქალაქო  ღირებულებების დამკვიდრების,  რეგიონული თანამშრომლობისა  და ევროპული ინტეგრაციისკენ, ეკონომიკური და სოციალური საჭიროებებისაკენ.

ფონდის მისიაა ღია საზოგადოების მშენებლობისათვის საჭირო სტრუქტურული და კულტურული ტრანსფორმაციის აქტიური ხელშეწყობა. ფონდის პროგრამების ფუნქციონირებას პირდაპირი კავშირი აქვს აღნიშნულ მისიასთან.

აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობები:

– აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციაა ფონდის აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად ფონდის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი დანერგვის ზედამხედველობა;
– აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია ფონდის          აღმასრულებელი საბჭოს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის წინაშე;
– აღმასრულებელი დირექტორი ზედამხედველობას უწევს  ფონდის პროგრამების საქმიანობას;
– აღმასრულებელი დირექტორი ზედამხედველობს ფონდის ფინანსური განყოფილების საქმიანობას, იგი ფონდის ფინანსებზე პასუხისმგებელი პირია;
– აღმასრულებელ დირექტორს აკისრია წარმომადგენლობითი ფუნქცია როგორც სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების დროს;
– აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლობს და უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობს ფონდის დახმარებით შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
– აღმასრულებელი დირექტორი მართავს ფონდის ადამიანურ რესურსებს;
– აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს ფონდის საქმიანობას  ფონდის წესდების, ქვეყნის კანონმდებლობისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის პოლიტიკისა  და პროცედურების შესაბამისად.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

შრომითი გამოცდილება:
–  მენეჯერული საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება;
– საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გამოცდილება.

კვალიფიკაცია:
– უმაღლესი განათლება;
– ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
– საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური საკითხების სრულყოფილი ცოდნა;
– კომპიტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
– ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:
– ლიდერობა, გუნდური მუშაობის უნარი;
– სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
– დამოუკიდებელი მუშაობის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
– კომუნიკაციის უნარი;
– ინტენსიური მოგზაურობის შესაძლებლობა.

ანაზღაურება:
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

საკონკურსო პირობები:
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” კონკურსში მონაწილეობის  ყველა მსურველს აძლევს თანაბარ საშუალებას მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.

განაცხადი:
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და ავტობიოგრაფია (CV) ფონდის სამდივნოში (პირველი სართული) ქართულ ან ინგლისურ ენებზე. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

ფონდის მისამართი:
თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქ.).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა:
8 ივნისი, 17:00 საათი.

შერჩევის პროცედურა:
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მიერ. საბოლოო არჩევანი გაკეთდება ფონდის აღმასრულებელი საბჭოს  და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით. გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს ფონდი თავად დაუკავშირდება უმოკლეს ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
ტელ.: (+995 32) 25 04 63, (+995 32) 25 05 92;
ელ.ფოსტა:
ფონდის ვებ გვერდი: www.csf.ge
საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.