ფონდი გაიმართება დოკუმენტური ფილმის "ჯოჯოხეთის წარტყვევნა" ჩვენება

18 აპრ, 2008

22 აპრილს, სამშაბათს, 5 საათზე ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” მასპინძლობს დოკუმენტური ფილმის (საათი და 10 წუთი) “ჯოჯოხეთის წარტყვევნა” (Pray the Devil Back to Hell) ხელმეორე ჩვენებას საქართველოში.

ფილმი კინოკომპანია Fork Films პროდუქციაა და მისი ჩვენების უფლება საქართველოში ავტორებმა მიანიჭეს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” შვილობილ ორგანიზაციას – ფონდს “ტასო”.

ძალიან შთამბეჭდავი ფილმია ქალთა სამშვიდობო მოძრაობის შესახებ ლიბერიაში, მეტად საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის.

გთხოვთ მობრძანდეთ.
მოგეცემათ აზრის გამოთქმის/გაზიარების საშუალებაც.

72 წუთიანი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს დასავლეთ აფრიკული სახელმწიფოს, ლიბერიის შესახებ, სადაც სამოქალაქო ომები 1989 წლიდან მძვინვარებდა. ომის წინააღმდეგ ლიბერიელმა ქალებმა მასიური სახალხო კამანია წამოიწყეს და წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაში, დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხეს კიდეც მშვიდობის დამყარება.

ფილმის რეჟისორია ჯინი რეტიკერი.