ფონდის დახმარება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და მოხალისეებს

25 ივნ, 2015

13 ივნისს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. დღემდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ რამდენიმე ადამიანს. სტიქიის გამო 200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ფონდის თანამშრომლებისგან შემდგარმა რამდენიმე ჯგუფმა 15 ივნისიდან დაიწყო დაზარალებულთა და მოხალისეთა აქტიური დახმარება.

სამი დღის მანძილზე ფონდი დაეხმარა სასტუმროებში და კერძო ბინებში გადანაწილებულ დაზარალებულ ოჯახებს.  ფონდმა რამდენიმე ოჯახს გაუწია ფულადი დახმარება, 100-ზე მეტი მოქალაქე კი მოამარაგა საჭირო მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით, ჭურჭლით, საკვებით,  პირველად მოხმარების სხვა ნივთებით.

სტიქიის მომდევნო კვირის მანძილზე ფონდი აქტიურად ეხმარებოდა მზიურსა და სვანიძის ქუჩაზე მობილიზებულ  1000-ზე მეტ მოხალისეს.  ფონდის თანამშრომლები მოხალისეებს ყოველდღიურად აწვდიდნენ მუშაობისთვის საჭირო ინვენტარს: ნიჩბებს, ურიკებს, ხელთათმანებს, პირბადეებს, საკვებს და სასმელს. ფონდის დახმარებით მოხალისეთა კარვებში განთავსდა საყინულე მაცივრები.

ამ მომენტისთვის ფონდის მიერ გაწეული დახმარება 40 000 ლარამდეა.