კონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლესი გამოწვევების შესახებ

10 მარ, 2017

6 მარტს  კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისათვის” ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით უმასპინძლა კონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები, მენეჯმენტი და თანამშრომლები, პარლამენტის  წევრები,  ომბუდსმენის, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მედიისა და  საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და აშშ ელჩი საქართველოში.

 

 

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდგომი სიტუაცია და შეაფასეს მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებმა და მენეჯმენტმა კონფერენციაზე პირველად გაახმოვანა  რეფორმის მესამე ვარიანტის არსებობა,  რომლის მიხედვით სეზონის ბოლომდე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

ახალი ხედვის დამუშავება 3 მარტს დაიწყო. ამდენად, მისი დეტალური განხილვა კონფერენციაზე არ მომხდარა.