ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში

6 ნოე, 2017

 

8 ნოემბერი,   2017 წელი  10:00 საათი,

სასტუმრო  ბილტმორი თბილისი, Grand Royal Ballroom

2017 წლის 8 ნოემბერს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა   და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში.”

კონფერენციის მიზანია, ქართული ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმდინარეობის შეფასება ხელისუფლების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების  წევრების მიერ.  საერთაშორისო ექსპერტები ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას წარმოადგენენ.

კონფერენციაში საქართველოდან მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამინისტროები, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის აპარატი,  სახალხო დამცველის აპარატი, ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები.

უცხოელი წარმომადგენლობები საქართველოში: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  USAID,  UNODC,   WHO,   UNFPA,   UNICEF,   IOM,   საელჩოები

საერთაშორისო ორგანიზაციები:   UNODC,   EMCDDA

ექსპერტები პორტუგალიიდან, კანადიდან და საფრანგეთიდან.