პრესკონფერენცია: ჰუმანური ნარკოპოლიტიკა

22 აპრ, 2016

23 აპრილი, 11.00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები საზოგადოებას 24 არპილს დაგეგმილ ჰუმანურ  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაგეგმილი  საყოველთაო შეკრების დეტალებს გააცნობენ.

მოძრაობა დაანონსებს შეხვედრას და მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რატომ არის აუცილებელი თითოეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის მონაწილეობა. პრეს-კონფერენციაზე მოძრაობა მოუწოდებს საჯარო უწყებებს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შემოუერთდნენ შეხვედრას და ჩაერთონ საჯარო დიალოგში ნარკოპოლიტიკით დაზარალებულ მოსახლეობასთან.

ამ ეტაპზე ჩვენი მოძრაობა რამდენიმე საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს, თანამშრომლობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, ჩართულია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობაში, ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ კამპანიას, რომლის მიზანიც საზოგადოების, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმის საშუალებით მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა” შექმნილი გარემოებებიდან და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, თვლის, რომ დროა, საკითხზე მსჯელობა გახდეს საჯარო, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და პოლიტიკური დღის წესრიგის ყოველდღიური ნაწილი.