10 წელი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებიდან

18 დეკ, 2019
იხილეთ სრული ვერსია

2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს შორის ყველაზე მასშტაბურ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. წარმოდგენილი კვლევა სწორედ ამ ცვლილებებს და მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ეხება.

საპროცესო კოდექსის ცვლილებების მიზანი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფა იყო. მნიშვნელოვანი სიახლე იყო ინკვიზიციური მოდელიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლა, შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის განსხვავებულად დარეგულირება, უშუალობის პრინციპი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ა.შ.

კვლევა ავლენს, რომ ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება კვლავ რჩება ბუნდოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზე. საპროცესო კოდექსის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა, ამ დრომდე არ არის სრულყოფილად ამოქმედებული. არ არის უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორობა მტკიცებულებების მოპოვებისას, ვინაიდან კვლავაც მნიშვნელოვნადაა შეზღუდული დაცვის მხარის შესაძლებლობა საქმე დამოუკიდებლად და სრულყოფილად აწარმოოს.

კვლევის ავტორი: გურამ იმნაძე,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)