ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საქართველოში - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები

26 სექ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ”.

საქართველოში, გარემოს დაბინძურების მხრივ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს, რომელსაც დიდ ზეგავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჰაერის ხარიხის გაუმჯობესებისა და ჰაერთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შემცირების მთავარ ინსტრუმენტს, ვინაიდან იგი მოითხოვს საქართველოსგან 2023 წლის ბოლოსთვის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის ექვს მთავარ დირექტივასთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი და ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს, „გაააქტიუროს დაახლოება ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან გარემოს დაცვის მართვის საქმეში და ასევე „მოახდინოს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირება პოლიტიკის სხვა სფეროებში.