ქართული ოცნების მმართველობის ორი წლის შეფასება

28 მაი, 2015
იხილეთ სრული ვერსია

საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც აფასებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელიწადს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები, თავის მხრივ, გამყარებულია ამ სექტორში არსებული საექსპერტო ცოდნით და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მრავალწლიან შესწავლას. ეს სფეროებია: სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა.

ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), იდენტობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მრავალეროვანი საქართველო (PMMG), მწვანე ალტერნატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.

ანგარიშის ცალკეული თავების შინაარსზე პასუხისმგებელნი მხოლოდ შესაბამისი თავების ავტორი ორგანიზაციები არიან და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ანგარიშის სხვა თავების ავტორების შეხედულებებს.