საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ

29 სექ, 2016
იხილეთ სრული ვერსია

კრებული გამოიცა საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. იგი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერის სტატიას საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის ანალიზისას, ქართულ აკადემიურ კომენტარებში, ძირითადად, ტექსტის ინტერპრეტაციას მისდევენ, შეფასების მასშტაბი კი შედარებითი პოლიტიკის რესურსებია, რომლებიც დასავლური კონსტიტუციური რეჟიმების აღწერილობით კლასიფიკაციებს (საპარლამენტო, საპრეზიდენტო, შერეული) გვაძლევენ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, კონსტიტუციური ტრანსფორმაციებისა და რეფორმების კვალდაკვალ, არ წყდება კამათი იმაზე, ამ აღწერილობითი კლასიფიკაციიდან რომელს მიეკუთვნება/უნდა მიეკუთვნებოდეს საქართველოს კონსტიტუცია. ამ დებატებისას, შედარებით ნაკლები დრო ეთმობა ამა თუ იმ ინსტიტუციური მოდელის ნორმატიულ გამართლებას, ასევე უფრო ფართო პოლიტიკური, სოციალური თუ ისტორიული კონტექსტის ანალიზს.

იმისათვის, რომ საქართველოს კონსტიტუციის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ვიმსჯელოთ, კრებული მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში წაიკითხოს. 

2016 წელი. რედაქტორები: ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ზედელაშვილი.