შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესწავლა

13 მაი, 2019
იხილეთ სრული ვერსია

კვლევის მიზანი გახლდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილების, ორგანიზაციული შესაძლებლობების და საჭიროებების შესწავლა.

შეიქმნა იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ შშმ პირთა საკითხებზე. კვლევის ავტორებმა „გამოყენებითი კვლევების კომპანიის ბაზა გამოიყენეს, ამასთან ინტერნეტში განთავსებული ღია წყაროები – www.cso.ge, „კოალიცია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” , „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” , www.sheaghe.ge და სხვა.
საწყისი სია სულ შედგებოდა 115 ორგანიზაციისგან.

ვრცელი კითხვარი დაეგზავნა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს პირველ ეტაპში მონაწილეობაზე. ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც სიტყვიერად განაცხადეს თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, თუმცა პირველი კითხვარი არ შეავსეს.
სულ ჯამში ვრცელი კითხვარი შეავსო 55-მა ორგანიზაციამ.

ანგარიშის ავტორი: ქეთი ხარატიანი, გამოყენებითი კვლევების კომპანია (ARC)

***

კვლევა მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები” ფარგლებში.

შეზღუდული შესაძლებლობების მ… by on Scribd