სოციალური მუშაობა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში: არსებული გამოწვევები და პროფესიონალთა მზაობა

19 ივნ, 2018
იხილეთ სრული ვერსია

ავტორები: ინგა საითაძე, დარეჯან დვალიშვილი
2017 წელი
წარმოდგენილი კვლევა ეხება ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალურ მუშაკთა მზაობას პრაქტიკაში არსებული გამოწვევების
მიმართ. კვლევის მიზანია შემდეგი საკითხების შეფასება და ანალიზი:
1. საქართველოს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალურ მუშაკთა სამუშაო აღწერილობის, მოვალეობების და საქმიანობის მიმოხილვა და ანალიზი;
2. საქართველოში არსებული სოციალური სამუშაოს აკადემიური პროგრამების შეფასება, კერძოდ, სოციალური სამუშაოს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გეგმის შესაბამისობა სოციალური სამუშაოს პრაქტიკულ გარემოსთან;
3. ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, სოციალური სამუშაოს გამოწვევების შესახებ დაინტერესებული მხარეების (სოციალური სამუშაოს აკადემიური პროგრამების წარმომადგენლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრატორების, სფეროში არსებული პროფესიული ორგანიზაციებისა და ექსპერტების) ინფორმირების გაზრდა და შესაბამისი დიალოგის ინიცირება.