სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მონიტორინგი და ეფექტიანობის ანალიზი

28 თებ, 2014
იხილეთ სრული ვერსია

პუბლიკაციაში განხილულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ეკონომიკური ანალიზი. ანგარიშში გაანალიზებულია 2014 წლის 15 იანვრის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემები და ასევე ინფორმაცია პროექტების სტატუსის შესახებ.

ანგარიშში შევიდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და იანვარში განხორციელებული ადგილობრივი მონიტორინგის შედეგები ხუთ შერჩეულ რეგიონში -ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, გურია.

მომზადებულია ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით
ავტორი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
თბილისი, 2014 წელი