სემინარი: 'ადამიანად ყოფნის სირთულე და აუცილებლობა - ვარიაცია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის თემაზე'

13 ნოე, 2012

 

14 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი მეორე სემინარი თემაზე „ადამიანად ყოფნის სირთულე და აუცილებლობა – ვარიაცია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის თემაზე”. მოხსენებას გააკეთებს  სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანათავმჯდომარე, პოლიტიკის ანალიტიკოსი ნიკო მელიქაძე.

სემინარზე დასწრება თავისუფალია.

სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.

სემინარების ციკლი ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოში’ დაიწყო 31 ოქტომბერს. პირველი ლექციის თემა იყო ‘Homo Sovieticus მემკვიდრეობა და მერაბ მამარდაშვილი.’ პირველი ლექცია პირდაპირ ეთერში U Stream-ს მეშვეობით გადაიცა. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი.