თბილისის საერთაშორისო კონფერენცია-ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ

5 სექ, 2016

 6-7 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” უმასპინძლებენ. კონფერენციის ერთ-ერთი მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.

მაკკეინის ინსტიტუტს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგენენ ბატონი კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ბატონი დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან და განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქეყნები კონფერენციაზე განხილავენ ისეთ საკითხებს , როგორიცაა:

საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება; ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში; დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა; მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში;  რუსეთის საფრთხე; გამოცდილების გაზიარება, როგორ გაწევრიანდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირში; ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგები.

ნახეთ პრესრელიზი.

დამატებითი ინფორმაცია მაკკეინის ინსტუტის შესახებ იხილეთ mccaininstitute.org
ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ