უმაღლესი განათლების წახალისება აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის

29 თებ, 2016

 

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების გათვიცნობიერება  უმაღლესი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თებერვლიდან აპრილამდე  ხულოში, შუახევში, ქედაში და ქობულეთში ჩატარდება ლექციები და ტრენინგები, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას  აჭარის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამების, დაფინანსების შესაძლებლობების,  შეღავათებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ. გაეცნობიან გზამკვლევს და მიიღებენ რჩევებს მომავალი პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით.

შეხვედრების განრიგი ასეთია:

27-28 თებერვალი, ქობულეთი

05-06 მარტი, 2016 – ქედა

26-27 მარტი, 2016 – შუახევი

09-10 აპრილი, 2016 – ხულო

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თანამშრომლობისა და განვითარების რეგიონული ქსელის ოფისს ელ.ფოსტის  ან ფეისბუქის მეშვეობით.