უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა საქართველოსთვის

29 ოქტ, 2014

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით სავსებით შესაძლებელია, რომ 2015 წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდეთ. რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განეხორციელებინა. საქართველოში ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია და 2013 წლის მონაცემებით 12%-ს უტოლდება. ძალიან მაღალია ევროპაში საქართველოდან წასულ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი (2012 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირს 9,110 საქართველოს მოქალაქემ მიმართა). აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენიტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ახერხებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას. აღნიშნული სფეროებში წარმატებული რეფორმების გატარება ერთ-ერთი წინაპირობაა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

23 ოქტომბერს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში” ჩატარდა ანალიტიკური დოკუმენტისა უვიზო მიმოსვლა ევროპაში – საქართველოს პერსპექტივა” და ახალი ბროშურის „როგორ მივიღოთ ვიზა?” პრეზენტაცია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ სავიზო პოლიტიკას და მის გავლენას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. კერძოდ:რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განეხორციელებინა და რამდენად რეალურია რომ 2015 წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდეთ.

შეხვედრას უძღვებოდნენ პოლონეთის შტეფან ბატორის ფონდის წარმომადგენელი კრჟიშტოფ მროზეკი და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე.

ღონისძიების მედიაგაშუქება.