ცხოვრება ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლის შემდეგ

10 ოქტ, 2018

დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლას და ფსიქიატრიული მომსახურების ალტერნატიული მოდელების შექმნას პოსტსაბჭოთა საქართველოში 20 წელზე მეტი დასჭირდა. “დეინსტიტუციონალიზაციის პროცესად” ცნობილი ფსიქიატრიული დაწესებულებების დაშლის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები მომსახურების გარეშე დარჩნენ.

ამ საჭიროების საპასუხოდ, ღია საზოგადოების ფონდმა ამერიკაში მომუშავე ქართველ ფსიქიატრებთან და ამერიკულ ორგანიზაციასთან “ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს” ერთად საქართველოში სათემო ფსიქიატრიული სერვისის ახალი მოდელი- აქტიური სათემო ფსიქიატიული მომსახურება’ (აქტი/ACT) შექმნა, რომელიც გულისხმობს პაციენტის მომსახურებას ბინაზე, მისთვის კარგად ნაცნობ და მეგობრულ გარემოში. ამ კომპლექსური მიდგომის წყალობით, ადამიანები საზოგადოებას დაუბრუნდნენ და ისინი საავადმყოფოში თითქმის აღარ ხვდებიან.

ლევან ადამიას გადაღებულ ამ დოკუმენტურ ფილმში თქვენ გაიცნობთ ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს სხვაობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნასა და სათემო ფსიქიატრიულ მომსახურებას შორის.