ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საჯარო დაწესებულებებში

11 დეკ, 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც საქართველოში 2010-2015 წლებში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობას აფასებს. ღონისძიებაზე განხილულ  იქნა საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები.დასახელდნენ ყველაზე ღია და დახურული სამინისტროები და საჯარო უწყებები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ინფორმაციის გაცემის კუთხით სანიმუშო და გამორჩეული საჯარო უწყებებიც.

ღონისძიებას დაესწრნენ მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენლები.

მსგავსი ღონისძიება IDFI-მ უკვე სამჯერ ჩაატარა. გასულ წელს IDFI-ს გაუმჭვირვალობის სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა. ახალი მონაცემებით, მდგომარეობა შეცვლილია.

გასული წლების განმავლობაში პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge”-ს ფარგლებში IDFI-მ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უწყებებს  ჯამში 30152 მოთხოვნა გაუგზავნა. აქედან პასუხი 24 438 მოთხოვნაზეა მიღებული.

ნახეთ ანგარიში და საჯარო დაწესებულებათა რეიტინგი.

###

მედია ამ თემაზე:

სატელევიზიო სიუჟეტები

2015 წლის ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები-ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი”, 11 დეკემბერი, 2015

IDFI: მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე გააუარესა– ონლაი გამოცემა “ლიბერალი”, 11 დეკემბერი, 2015