ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად

4 ივლ, 2017
იხილეთ სრული ვერსია

2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი – „დისკრიმინაციის ყველა ფორმისაღმოფხვრის შესახებ”, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სამართლებრივი სივრცის მოდერნიზაციის მიმართულებით.

აღნიშნული, კიდევ უფრო, აძლიერებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის უფლების დაცვის სტანდარტს და წარმოადგენს დარღვეული უფლებების აღდგენის დამატებით მექანიზმს.