ტრენინგი ექიმებისთვის - ადამიანის უფლებებში და ჯანდაცვაში

25 დეკ, 2015

2015 წლის 19-20 და 23-24 დეკემბერს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქრთველოს” ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის “ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში” ფარგლებში პაციენტის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგებში მონაწილეობა 60-მა ექიმმა და ხუთმა იურისტმა მიიღო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, კერძოდ: შპს “მედისონი”, შპს “სენაკის სამშობიარო სახლი, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, სამხედრო ჰოსპიტალი, კლინიკა “გიდმედი”, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, სადაზღვევო კომპანია “იმედი- ელ”, “ბავშვთა ახალი კლინიკა”, ჯოენის სამედიცინო ცენტრი, თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, პსპ “ნიუ ჰოსპიტალი, შპს “ახალი სიცოცხლე”, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 42-3ე მუხლი, ჰერა XXI, იურიდიული დახმარების სამსახური.

ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  • ჯანდაცვის სისტემები და საქართველოს ჯანდაცვის სიტუაციური ანალიზი;
  • ადამიანის უფლებები და პაციენტის უფლებები; როგორ უწყობს ხელს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტის უფლებების დაცვას;
  • სამედიცინო მომსახურების გამწევთა უფლებები/ჯანმრთელობის უფლებისა და პაციენტის უფლებების ერთმანეთისგან გამიჯვნა;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მიზანი; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები; დიაგნოზის, როგორც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის მთავარი ქვაკუთხედი;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკული ასპექტები, პაციენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემა;

ტრენინგის სხვადასხვა სესიებს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტი სოფიო ლებანიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სალომე ბახსოლიანი და საიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი თამარ დეკანოსიძე.