ტრენინგი იურისტებისთვის - ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა

11 იან, 2016

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიის და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში,  27- 28 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი პრაქტიკოსი იურისტებისთვის ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის საკითხებზე.

ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები: გივი ჯავაშვილი, მაია ბუწაშვილი და გიორგი კამკამიძე.

ტრენინგში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი პრაქტიკის მქონე იურისტებმა და სხვადასხვა იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებმა.

ორი დღის მანძილზე მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პაციენტის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკა, გაეროს კონვენცია შშმ პირთა შესახებ; აივ ინფექცია/შიდსი და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები, ც ჰეპატიტი და არსებული სიტუაცია საქართველოში.

აღნიშნული ტრენინგი იურისტებს მისცემს შესაძლებლობას, მოამზადონ ჯანდაცვაის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნები და კლიენტებს ადეკვატური კვალიციფიური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიონ.